ფოტოგრაფი უბრუნდება სიმღერების მივიწყებულ მხარეს…

30009_2

 

(მასალა თარგმნილია "ნეშენალ ჯეოგრაფიკის" საავტორო ფილმიდან "A Photograph Revisits the Forgotten Land songs''- ატვირთული ბმული https://www.youtube.com/watch?v=GU_3rdzrUn აარონ ჰიუი, ფოტოგრაფი,"ნეშენალ ჯეოგრაფიკის" ფოტოკორესპოდენტი,TED -სპიკერი

სვანეთში პირველად დაუგეგმავად წავედი. მაშინ არათუ ფოტოგრაფი, ერთი უბრალო მოგზაური ვიყავი, მაგრამ ამ ამბავმა ფოტოგრაფად მაქცია. მე შევხვდი გერმანელ ლინგვისტს. ის მომიყვა, რომ ეს ხალხი საუბრობდა ენაზე, რომელსაც  წერილობითი ფორმა არ გააჩნდა. გერმანელმა ლინგვისტმა  ხელსახოცზე რუკა დამიხატა, მე ის  ჩემს ჟურნალში შევიტანე და მეორე დღეს გავუდექი გზას. მთებში მიმავალი ავტობუსის გზაზე ქალმა მომაბრუნა:

-,,სად მიდიხარ?“
-,,გზის ბოლოს, კარავში დარჩენას  ვაპირებ!“-მივუგე მე.
მან გაიცინა, – ,,ოო, არა, ნუ იზამ ამას!“ და გამიყოლა თავისკენ,  გამიყოლა ქორწილში, რომელიც  იმ ოჯახის უფროსი გოგონას  დაოჯახების აღსანიშნავად იმართებოდა, რომელმაც ამ რეგიონში შემიფარა.
დამათვრეს… მაცეკვეს და ღამე გამათევინეს. ამგვარად დაიწყო ჩემი ურთიერთობა სვან ხალხთან, ვგონებ, უკვე ექვსწლიანი ურთიერთობა ,,National Geographic” -ის ეგიდით, რომელმაც კვლავ დამაბრუნა აქ.
-დიახ, ჩემი ჟურნალები ნამდვილად ფეხდაფეხ სიარულისას შეიქმნა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ეს ნაწერებშიც იგრძნობა, მაგრამ ამ ჟურნალებში რაც მომწონს ისაა, რომ ვიწერდი კერძების რეცეპტებს, ვიწერდი უცხო სიტყვებს ენის შემსწავლელ ყოველდღიურ გაკვეთილებზე მოსმენილი სიმღერებიდან. ჩავიწერე სიმღერები, ჩემი ხედვით, პოეზიის ნამდვილი ნიმუშები, რომლებშიც ასახული იყო ხალხისა და გარემოს სულისკვეთება.

,,ჩვენ ვყვებით მსოფლიოს ხალხთა ამბებს და თუ სწორად მოვყვებით, შემოვინახავთ კიდეც. ჩვენი დანიშნულებაც ამაში მდგომარეობს: აღმოვაჩინოთ და დავაფასოთ!”

  ზუსტად მესამე წელს საგანგებოდ დავბრუნდი, რათა შემექმნა ფოტოისტორია იმ ამბისა, რომელიც  ჩემი თავგადასავალიც  გახლდათ. ამასთან, ეს იქცა  ჩემს პირველად როლად ფილმში. რეალობა არის ის, რომ შემიყვრდა ეს მხარე, მთელი ეს ეთნოკულტურა.
                ოჯახი ადრეული მოგზაურობებისა და ფოტოების მთავრი თემა, ძირითადი ქვაკუთხედია. ხალხი მშვენიერებითა  და მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა. მახსენდება, რომ ოჯახში სულ სიმღერა ისმოდა. დილით ოჯახის წევრთა სიმღერა მაღვიძებდა. პირველივე დღიდან მათ მასწავლეს ზოგიერთი მათგანი, რაც 13 წლის შემდეგ კვლავ ამომიტივტივდა გონებაში. ეს სიმღერები შეეხება გმირებს, სიყვარულს, მეგობრებს…
                დაბრუნება ჩემს მასპინძელ ოჯახთან ცოტა უხერხულული აღმოჩნდა. ჩემს სტუმრობას ქართული ტელევიზია აშუქებდა. წინასწარ  ვთქვი კიდეც ამის შესახებ. ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა. როგორც იცით, მე ვიყავი ჩემს დედობილთან, ნუნუსთან. მივედი მასთან, გადავეხვიე და თვალებზე ცრემლი მომადგა.სიმღერების მსგავსად, აქაური მოგონებები მეხსიერებაში ღრმად აღმბეჭდოდა.
                ასე დაიწყო ჩემი და მასპინძელი ოჯახის წევრთა თავშეყრა 13 წლის შემდეგ. მიხაროდა, რომ მათ არ დავვიწყებივარ და კვლავ გულთბილად მიღებდნენ.
                ამგვარად, ვიპოვე მასპინძელი ოჯახის ყველა წევრი,  ვიმღერე და ვისაუბრე მათთან, ისევ ისე, როგორც უწინ. მოხუცები ძველებურად ჭადრაკს თამაშობდენ ჩვეულ ადგილას, მანდილოსნები კი სამზარეულოში ღიღინებდნენ… არსებობს სცენები, რაც უცვლელი რჩება და ეს სცენები ხელახლა ვიხილე.  

A Photographer Revisits the Forgotten Land of Song - National Geographic2აღნიშვნის ღირსია სცენები, რომლებზეც  გარკვეული პიროვნებები გარკვეულ ადგილას გვხვდებიან. ამასთან, ვპოულობ ტრადიციული ხალხური ცეკვისა და მუსიკის წარმომადგენლებს და ისინი მიახლებენ ჩემს ძველ  შთაბეჭდილებებს. როდესაც  ვხედავ მათ გვერდიგვერდ, ვხვდები, თუ რამ გაუძლო დროის მდინარებას. ეს ამბები თაროზე შემოსადებად არ იქმნება. ჩვენ შემოვინახეთ ისინი. ჩვენი დანიშნულებაც ესაა:

                                                     შევინარჩუნოთ ეს პოეტური სამყარო!

                ასე  რომ,  თუ არასდროს გაგიგიათ სვანეთზე, საქართველოს რესპუბლიკაზე, ან ამ მთებზე, ალბათ იმიტომ, რომ  არ გასცნობიხართ ინფორმაციას ამ ხალხის  შესახებ.

                 მე ვფიქრობ,  მთელი ეს პროექტი მაძლევს საშუალებას, უფრო მეტად ჩავწვდე და გავუფრთხილდე ამ სამყაროს!                                            

                                                                                                   აარონ ჰიუი

      ელექტრონულ გაზეთის რედკოლეგია:
ანა ჩხვიმიანი, მარი ნარსავიძე, დავით რეზესიძე, ელმირა რეზესიძე
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლა

,

 

 

 

 

 

 

 

 

 
 

.

Leave a comment